თავში

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საველე კლინიკების მოწყობაზე ალაპარაკდა

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საველე კლინიკების მოწყობაზე ალაპარაკდა
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საველე კლინიკების მოწყობაზე ალაპარაკდა

"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს", - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, კოვიდ პანდემია არც 90-იანების ომს და არც უფრო ადრე გავრცელებულ ქოლერას ეპიდემიას შეედრება. 

"ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია. თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრები არიან ავად და ვცდილობ ოჯახის ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში.

ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს — სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი...", - წერს დავით გადელია Facebook პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system