თავში

ბოლნისის 10 სოფელი ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა

ბოლნისის 10 სოფელი ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა
ბოლნისის 10 სოფელი ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი დააზარალა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფლები: ტანძია, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, კიანეთი, ფოცხვერიანი, ჭრეში, იწრია, ქვეში, ქვემო ბოლნისი და ხატისოფელი დაზარალდა.

სტიქიამ ზიანი საკარმიდამო ნათესებს მიაყენა. წაქცეულია რამდენიმე ხე. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, სპეციალური კომისია ითვლის. 

ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

 მათი თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი მუნიციპალიტეტის დადგენილი წესის შესაბამისად აუნაზღაურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system