თავში

ბოლნისში 15 წლის გოგოს ეძებენ

ბოლნისში 15 წლის გოგოს ეძებენ
ბოლნისში 15 წლის გოგოს ეძებენ
© მთავარი არხი

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 15 წლის გოგო გაიტაცეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის სკოლაში მიდიოდა. ამის შესახებ მოზარდის ოჯახის წევრებმა თელავის პოლიციასთან ჟურნალისტებს განუცხადეს. 

ოჯახის ინფორმაციით გამტაცებელი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან არის. გამტაცებლის მამა ირწმუნება, რომ მის შვილსა და გოგონას ერთმანეთი უყვარდათ და ამის შესახებ ოჯახებმაც იცოდნენ. 

შემთხვევა, 3 ივნისს მოხდა და მას ბიჭის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

„როგორც მე ვიცი ამ ბიჭს ეს გოგო უყვარდა, ამიტომ ოჯახის შექმნის მიზნით გოგო მოიტაცა, მართალია არასრულწლოვანია, მაგრამ სიყვარულია და ვეღარ დაელოდა 18 წლის გამხდარიყო, რადგან შეეშინდა სხვას არ მოეტა. ახლა სად არიან არ ვიცი. მინდა რომ ეს ამბავი კარგად დასრულდეს “- ამბობს ახლობელი.

ახალგაზრდების ადგილსამყოფელი, ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system