თავში

ბოლნისში კორონავირუსზე 66 ადამიანის კვლევის პასუხი მიიღეს

ბოლნისში კორონავირუსზე 66 ადამიანის კვლევის პასუხი მიიღეს
ბოლნისში კორონავირუსზე 66 ადამიანის კვლევის პასუხი მიიღეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსზე აღებული ბიოლოგიური მასალების კვლევის შედეგები ცნობილია.  

როგორც report.ge-ს ბოლნისიის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგებმა, კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში, სულ 66 პირის ბიოლოგიური მასალა გადააგზავნეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 20 ივნისს დაფიქსირდა. სოფელში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მუშევანში 25 აპრილს გამოცხადდა და დღემდე მოქმედებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system