თავში

ბოლოში ვართ გასული, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - რა სიახლეს აანონსებს გამყრელიძე

ბოლოში ვართ გასული, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - რა სიახლეს აანონსებს გამყრელიძე
ბოლოში ვართ გასული, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - რა სიახლეს აანონსებს გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook ლაივის დროს განაცხადა, რომ საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა. მისი თქმით, ვაქცინის შემოტანის თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა მწარმოებელთან მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება

ანასთან გამყრელიძის თქმით, ხვალ საღამოს Sinovac-ის მეორე 100,000 დოზა შემოვა. 

„ხვალ საღამოს Sinovac-ის მეორე 100,000 დოზა შემოდის, ჩვენ ორჯერადად სრულად ავცრით AstraZeneca-თი 43,000-მდე ადამიანს, მაის-ივნისის დასაწყისში და ასევე პარალელურად AstraZeneca-ს 43,000 პირველი დოზით აცრას დავიწყებთ. Sinovac-იც ორჯერადი ინექციისთვისაა, ანუ 50,000 ადამიანი ორჯერადად აიცრება.

ვცდილობთ, რომ ივნისში 250,000 დოზა ჩინური Sinopharm-ი იყიდოს ქვეყანამ და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება 1,000,000 დოზა Pfizer-ზე, თითქმის ბოლომდე ვართ გასული, ზუსტად თარიღები არ ვიცი, თუმცა, რომ მოეწოდება ქვეყანას, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება Novavax-თან და Johnson & Johnson-თან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system