თავში

ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა
ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა

ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

,,სიტუაცია არის ძალიან რთული. სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. დღეს საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბორის კორსანტია შეიწირა ვირუსმა", - განაცხადა პაატა იმნაძემ ,,ფორმულას" ეთერში.

ბორის კორსანტია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 114 889-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი და საერთო რაოდენობა 95 581-ს შეადგენს.

კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system