თავში

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს "ჯეო ჰოსპიტალის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

ირაკლი დიასამიძის თქმით, მედპერსონალს კორონავირუსი გეგმიური ტესტირებისას დაუდასტურდა. 

,,ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვისთანაც შემხებლობა ჰქონდათ იზოლაციაში არიან გადაყვანილნი, ასეთი დაახლოებით ჯამში 15 პირია",- განუცხადა report.ge-ს ირაკლი დიასამიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1,824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა1,262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 370-ს შეადგენს. ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღე-ღამის განმავლობაში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system