თავში

გორში მიკროავტობუსი ამობრუნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

გორში მიკროავტობუსი ამობრუნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
გორში მიკროავტობუსი ამობრუნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

გორში მიკროავტობუსი ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა. report.ge-ს ინფორმაციით, ტრანსპორტს, რომელიც ავარიაში მოყვა, გორის მუნიციპალიტეტიდან შშმ პირები სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის, დღის ცენტრებში გადაჰყავს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ტრანსპორტში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი სრულწლოვანი მგზავრი იმყოფებოდა, რომელიც შშმ პირი არ არის. ავარიისას მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system