თავში

ბულინგის პრევენციის შესახებ საპილოტე პროექტი შეაჯამეს

ბულინგის პრევენციის შესახებ საპილოტე პროექტი შეაჯამეს
ბულინგის პრევენციის შესახებ საპილოტე პროექტი შეაჯამეს

თბილისის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების საპილოტე სკოლის დირექტორებმა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

ბულინგის პრევენციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა. მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.

"პროექტის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები და მოსწავლეები.

სასკოლო კლიმატის გაჯანსაღების მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ძალადობის (მათ შორის, ბულინგის, კიბერბულინგის) და სარისკო ქცევების იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მოდული. აღნიშნული მოდულით გადამზადდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 12 და საპილოტე სკოლების 571 თანამშრომელი. შეირჩა 112 პედაგოგი მშობლებთან და მოსწავლეებთან სამუშაოდ.

მომზადდა ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების წესები და ფასეულობები. ამ მიმართულებით გადამზადდა საპილოტე სკოლების 227 კლასის დამრიგებელი/მასწავლებელი. მათ მიერ, ცენტრის თანამშრომელთა მხარდაჭერით, გადამზადდა 2710 მოსწავლე.

გარდა ამისა, შემუშავდა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის გეგმა. გაიმართა 102 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 1630 მშობელი მონაწილეობდა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროგრამის განხორციელების პროცესში მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონთან, ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU Aჩთ)“, ფონდთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.

ბისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system