თავში

"ჩაჩავაში ვაქცინაციაზე ვიყავი, აცრის კაბინეტიდან გამოსული ამ საოცარი ამბის მომსწრე გავხდი" - VIDEO

"ჩაჩავაში ვაქცინაციაზე ვიყავი, აცრის კაბინეტიდან გამოსული ამ საოცარი ამბის მომსწრე გავხდი" - VIDEO
ჩაჩავაში ვაქცინაციაზე ვიყავი, აცრის კაბინეტიდან გამოსული ამ საოცარი ამბის მომსწრე გავხდი - VIDEO

სოციალური ქსელის მომხმარებელი ჩაჩავას კლინიკის მიმღებში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, ვაქცინაციაზე მისული მოქალაქე უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. ორსული ქალი სამშობიაროდ ბლოკში მიჰყავდათ, თუმცა ბავშვი იქამდე დაიბადა, ვიდრე პერსონალმა დედა დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა:

“დღეს ჩაჩავაში ვაქცინაციაზე ვიყავი, აცრის კაბინეტიდან გამოსული ამ საოცარი ამბის მომსწრე გავხდი. სამშობიაროს მიმიღებში იმ წუთის შემოსული ქალი ბლოკში მიჰყავდათ, მაგრამ პატარამ ძალიან იჩქარა და იქ მყოფი ადამიანები ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა. ისე წამებში მობილიზდა ყველა, ექიმიც, სტუმარიც, დირექტორიც. იმხელა სითბო იგრძნობოდა პერსონალის და ჩემნაირი შემთხვევითი ადამიანების მხრიდან რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდით, ამიტომაც მიყვარხართ ჩაჩაველები. დარწმუნებული ვარ დედაც და ბავშვიც კარგად არიან” - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში, რომელიც მოქალაქეს ეკუთვნის და მას ჩაჩავას კლინიკის ოფიციალური facebook გვერდი აქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system