თავში

ჭამა არ უნდა, უნდა დააძალო - გიული ალასანია

ჭამა არ უნდა, უნდა დააძალო - გიული ალასანია
ჭამა არ უნდა, უნდა დააძალო - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილს კვლავ სისუსტე აღენიშნება და საკვებს ვერ იღებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ძალიან ელოდება.

"აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა. უნდა დააძალო ან ელაპარაკო, რომ ეს მისთვის აუცილებელია. ერთ ლუკმას თუ შეჭამს, მერე ცდილობს, რომ წამოწვეს.

იმედი მაქვს, საერთაშორისო კონსილიუმი შედგება.

ქალბატონი ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმიც იყო და მათაც მოგვახსენეს თავიანთი დაკვირვებების შედეგები. ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმას, რომ ამ ეტაპზე, იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის, მისი ციხეში დაბრუნებაზე ლაპარაკი კი ზედმეტია.

აქციას ძალიან ელოდება და დიდ იმედებს ამყარებს. იმედი აქვს, რომ ბევრი ხალხო მოვა. იმის მოლოდინი აქვს, რომ არსებული კრიზისის გამო, ბევრი ხალხი გამოთქვამს პროტესტს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system