თავში

ჩაუსაფრდა ჟურნალისტი- მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტზე თავდასხმაზე

ჩაუსაფრდა ჟურნალისტი- მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტზე თავდასხმაზე
ჩაუსაფრდა ჟურნალისტი- მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტზე თავდასხმაზე

"ჟურნალისტმა მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან",- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სასულიერო პირები პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

"ძალადობა ყოვლად გაუმართლებელია. მე ვთქვი, რომ მეუფე ანტონს თვითონაც არ მოსწონს თავისი საქციელი, მეც არ მომწონს. უბრალოდ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მოახერხა ჟურნალისტმა მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან. მე იმ 11-ს დავიმახსოვრებ და მე-15 შემთხვევაზე თქვენც შეგიძლიათ გამომიყვანოთ მწყობრიდან, იმიტომ, რომ მე ადამიანი ვარ.

მეუფე ანტონის საქციელი მიუღებელია, როდესაც ის გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, ეს არ ამართლებს, მაგრამ გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ჩაუსაფრდა ჟურნალისტი.

ჩვენ აბსოლუტურად არ გავურბივართ პირად პასუხისმგებლობას. თუ ეს საკითხი ასეთნაირად დადგება, რომ ამას სამართალდამცველები გამოიკვლევენ, ჩვენ არასოდეს, არანაირ პასუხისმგებლობაა არ გავურბივართ",- განაცხადა მიტროპოლიტმა  ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, მეუფე ანტონ ბულახია "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system