თავში

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - ცერცვაძე

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - ცერცვაძე
ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება - ცერცვაძე

"მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და "კომენდანტის საათიც" მოიხსნება, ეს ჩემი აზრია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას შეზღუდვების მოხსნის საფუძველი, სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ ექნება.

"ამ ეტაპზე, როცა პიკში ახლა შევედით, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ჯერ უნდა მივაღწიოთ სტაბილიზაციას და შემდეგ გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობა მზად არის რომ მოხსნას შეზღუდვები.

მთავარი შეზღუდვა არის "კომენდანტის საათი", სხვა შეზღუდვები არის დროებითი და არა მგონია, სერიოზულ გავლენას ახდენდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში "კომენდანტის საათი" არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და "კომენდანტის საათიც" მოიხსნება, ეს ჩემი აზრია", - განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system