თავში

"ჩემდათავად მის დაბადებას მიძღვნილ ყველა სუფრასთან ვაპირებ წამოსკუპებას" - ნათია ფანჯიკძე

"ჩემდათავად მის დაბადებას მიძღვნილ ყველა სუფრასთან ვაპირებ წამოსკუპებას" - ნათია ფანჯიკძე
ჩემდათავად მის დაბადებას მიძღვნილ ყველა სუფრასთან ვაპირებ წამოსკუპებას - ნათია ფანჯიკძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში 25 დეკემბერს შობის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 

"ყოველ დეკემბერს ისე მეჩქარება ჩვენი ღმერთის დაბადება, რომ ვერ დავჯდები უქმად და ვერ მოვითმენ გაისამდე. ვერც დასავლეთს ვაპატიებ, მათთან უფრო ადრე დაიბადოს, წელსვე და არა გაისად, ჭიქები უჭახუნონ ერთმანეთს, გილოცავ მაი დიარ (შენგენაცვალე), გილოცავ დარლინგ (შენშემოგევლე) იძახონ და მე ვიჯდე დაუპატიჟებელი, დაბულინგებული თანაკლასელივით და კომბოსტოს ვაკნაწუნებდე შობის მოლოდინში. მითუმეტეს ამ მსოფლიოში, დიდკორონობას განსაკუთრებით საჩქაროა ღმერთის აქყოფნა. ხოდა, თქვენი არ ვიცი და ჩემდათავად მის დაბადებას მიძღვნილ ყველა სუფრასთან ვაპირებ წამოსკუპებას. გილოცავთ, რომ გაგვიმართლა და ქრისტეს შემდეგ დავიბადეთ. დიდება ამ დღეს" - წერს ფანჯიკიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system