თავში

"ჩემი რძალი ელაპარაკებოდა და გაწყდა კავშირი.." - ოჯახის ახლობელი

"ჩემი რძალი ელაპარაკებოდა და გაწყდა კავშირი.." - ოჯახის ახლობელი
ჩემი რძალი ელაპარაკებოდა და გაწყდა კავშირი.. - ოჯახის ახლობელი

ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსთან სავარაუდო დაზარალებულების ახლობლები ოჯახის წევრები ეძებენ. ადგილობრივების თქმით,  ნანგრევებში არიან მეოთხე სართულზე მცხოვრები 4 ადამიანი. ასევე, ეძებენ 81 წლის ქალსაც.

"ჩემი რძალი ელაპარაკებოდა, გაწყდა კავშირი და შემდეგ ვეღარ დაურეკა. ერთი ბავშვი არის მეორე კლასელი და მეორე არის 2 წლის," - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

მსხვერლის შესახებ, ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მათგან ორთან კი მაშველებს სატელეფონო კონტქატი აქვთ. 

ადგილზე მყოფმა შს მინისტრმა კორპუსის ჩამონგრევის შესაძლო ვერსია დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system