თავში

ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად
ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აგზავნის და მხარდამჭერებს მიმართავს. პრეზიდენტი 30 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მოუწოდებს ყველას, გამოხატოს ნება, დაიცვას უბნები. 

"ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე… როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს…

ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სოლიდარობისთვის…

მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც დღეს, ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი- მინდა მალე ყველას პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები.

გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system