თავში

"ჩემი თვალით რომ არ მენახა და არ მომესმინა, ასე გაგიჟებული არ ვიქნებოდი" - ელენე ხოშტარია

"ჩემი თვალით რომ არ მენახა და არ მომესმინა, ასე გაგიჟებული არ ვიქნებოდი" - ელენე ხოშტარია
ჩემი თვალით რომ არ მენახა და არ მომესმინა, ასე გაგიჟებული არ ვიქნებოდი - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პოლიტიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მოსახლეობას ვაქცინაციის შესახებ არასაკმარისი და ცრუ ინფორმაცია აქვს.

ელენე ხოშტარია ხელისუფლებას საკუთარი რესურსით დახმარებას სთავაზობს.

"აწარმოეთ ვაქცინაციის კამპანია.

კვირაზე მეტია დღეში 3-4 საათი დავდივართ მე და ნიკა მელია დაუგეგმავად ქუჩებში, სხვადასხვა უბანში. გარდა არჩევნებისა ყველას ვეკითხებით და ველაპარაკებით აცრაზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, უამრავი ადამიანი არ იცრება ინფორმაციის ნაკლებობის გამო და ახსნა, დაკვალიანება აბსოლუტურად მშვიდად ჭრის და არწმუნებს.ბევრმა არ იცის სად მიმართოს, ბევრს რომ უხსნი პლიუსებს და მინისებს ეგრევე უნდათ ჩაწერა.ხოდა სახელმწიფო რას აკეთებს? დაიწყეთ კამპანია, გაუშვით ხალხი, მოხალისეც უამრავი იქნება, მეც მზად ვარ ამაში დაგეხმაროთ ჩვენი რესურსით. დანაშაულია დღეს ამის არ გაკეთება.ჩემი თვალით რომ არ მენახა და არ მომესმინა კიდე ესე გაგიჟებული არ ვიქნებოდი. დაიწყეთ!", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system