თავში

"ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო, დამიბრიალა თვალები" - რატომ გაუბრაზდა სააკაშვილი დედას

"ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო, დამიბრიალა თვალები" - რატომ გაუბრაზდა საა
ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო, დამიბრიალა თვალები - რატომ გაუბრაზდა სააკაშვილი დედას

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. 

მისი განცხადებით, მას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საზღვარგარეთ გაგრძელდეს, თუმცა ამის გამო შვილისგან რისხვა დაიმსახურა. 

"მე გავბედე და ვკითხე, უკრაინაში დაბრუნებაზე, წასვლაზე და მივიღე ისეთი რისხვა - მე ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო, დამიბრიალა თვალები. ამაზე ხმა აღარ ამომიღია. აქვს თავის ტკივილები, ძილი თითქმის არ აქვს. მე რაც დავინახე, მაინც ურჩევნია, რომ იწვეს. ჩემი სურვილია მისი რეაბილიტაცია მომხდარიყო საზღვარგარეთ. რამდენადაც ვიცი, ექიმი შევა დღეს მასთან," - განაცხადა გიული ალასანიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system