თავში

"ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, აქამდე სად ვიყავი"- შაქარაშვილის მეგობრის ემოციური პოსტი

"ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, აქამდე სად ვიყავი"- შაქარაშვილის მეგობრის ემოციური პოსტი
ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, აქამდე სად ვიყავი- შაქარაშვილის მეგობრის ემოციური პოსტი

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ბექა ფილფანი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. 

ფილფანი, რომელიც სტიქაროსანი გახდა, აღნიშნავს, რომ დიდმა მწუხარებამ და დარდმა შესაძლოა ადამიანს უცნაურად საინტერესო ბედნიერება მოუტანოს.

"და რადგან ვრწმუნდები, რომ ტკივილს განიცდის ადამიანი, სწორედ ეს წარმოადგენს ჩემს მთავარ საფიქრალს, ვეძებ ამ სენს და ვპოულობ ჩემთვის ყველა ხელმისაწვდომ ადგილას…

თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, აქამდე სად ვიყავი-მეთქი…

აუცილებელიც ყოფილა მწუხარებისა და დარდის მეშვეობით მოგვეპოვებინა უცნაურად საინტერესო ბედნიერება,"- წერს სოციალურ ქსელში ბექა ფილფანი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system