თავში

ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა, ისაა ჩემი სახლი - ვახო სანაია - VIDEO

ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა, ისაა ჩემი სახლი - ვახო სანაია
ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა, ისაა ჩემი სახლი - ვახო სანაია - VIDEO

ჟურნალისტი ვახო სანაი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ტელეწამყვანის თქმით, ეს მისთვის ემოციური ვიდეოა, რადგან მასში მშობლიური სახლის ამსახველი კადრები აღმოაჩინა, რომლის დატოვებაც მას და მის ოჯახს აფხაზეთის ომის დროს მოუხდა. 

"ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა. ინტერნეტში დაიდო ეს კადრები. ვიღაც პეტერბურგელმა ატვირთა. ასე ამბობს ვიდეოში - ფილმს ვიღებ და გულრიფშში ევტუშენკოს სახლს ვეძებო. ქუჩაში გამვლელს შეხვდება. დგანან ზუსტად ჩემი სახლის წინ. ჭიშკართან. დიალოგში ადგილობრივი უყვება, როგორ გაყიდა ეს სახლი რუსმა თუ ვიღაც ,,პატრონმა" და ეგეთ ამბებს. ჩემს სახლზეა საუბარი. 27 წელია, არ ვყოფილვარ. ცხაკაიას ქუჩაა ეს. აქ გავიზარდე, ამ ქუჩაზე, ამ ეზოში. პალმა რომ დგას, ისაა ჩემი სახლი. ეგ პალმა ჩვენ დავტოვეთ. ეს ღობე მწვანე იყო მაშინ. დიდი სახლის გვერდით პატარა სახლიც დგას, კადრებში არ ჩანს კარგად..." - წერს სანაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system