თავში

ჭიაბერაშვილი: ჩაკეტვა არსებითად არაფერს შეცვლის

ჭიაბერაშვილი: ჩაკეტვა არსებითად არაფერს შეცვლის
ჭიაბერაშვილი: ჩაკეტვა არსებითად არაფერს შეცვლის

"ევროპული საქართველოს" წევრი,  ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში შესაძლო "ლოქდაუნის" თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ, რისი გაკეთებაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ შეუძლია.

ჭიაბერაშვილის თქმით, ჩაკეტვა არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა.

"1. ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია).

2. 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა. რაც არ და ვერ გააკეთეს 8 თვეში, ვერც 2-3 კვირაში გააკეთებენ.

3. (სოციოლოგიური ჰიპოთეზა) ჩაკეტვის მომხრეთ უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ.

4. სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა. უფრო სწორად, მერე არჩევნებსაც სხვანაირს ვნახავდით და მის შედეგებსაც", - წერს ჭიაბერაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system