თავში

ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ ვირუსის ნიშნებით კლინიკას მიმართა

ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ ვირუსის ნიშნებით კლინიკას მიმართა
ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ ვირუსის ნიშნებით კლინიკას მიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის ქალმა ვირუსული ინფექციის ნიშნებით კლინიკას მიმართა. პაციენტს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და ტემპერატურა აღენიშნება . 

როგორც report.ge-ს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგმა, მარიამ კაპანაძემ განუცხადა, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს. მისივე თქმით, ჩინეთიდან ჩამოსულ პაციენტს, გრიპის ვირუსით ოჯახის წევრები დახვდნენ ავად. 

"ჩინეთიდან ჩამოვიდა 16 იანვარს, 12 დღეა უკვე გასული რაც ჩამოვიდა, ჩამოსვლისას ჯანმრთელი იყო, აქ დედა და და დახვდნენ სეზონური ვირუსული ინფექციით ავად, მათ ჰქონდათ ხველა და ტემპერატურა. გოგონა ამჟამად არის მსგავსი სიმპტომებით, არანაირი სუნთქვის უკმარისობა , არანაირი კორონავირუსისთვს დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. ვიმყოფებოდით ადგილზე და როგორც დავადგინეთ ეპიდკავშირი ამ გოგოს და კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან არ არსებობს. ეს არის სეზონური ვირუსი რაც საქართველოშია. მიუხედავად ამისა მაინც მივეცით რეკომენდაცია, იმ შეთხვევისთვის, თუ სუნთქვის გაძნელებას იგრძნობს, რაც მგონია, გამორიცხულია. ამ დროისთვის თავს შედარებით უკეთ გრძნობს. მივეცით რეკომენდაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გადაიყვანონ" -  აღნიშნა მარიამ კაპანაძემ. 

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 4515-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის ვირუსს 106 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 26 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 1771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის აფეთქების შესახებ 31 დეკემბერს აცნობა.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ვაქცინის შემუშავებაში ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფიც მუშაობს. იმუშავებს. მათი ვარაუდით, სამ თვეში პირველი ექსპერიმენტული ვაქცინა მზად იქნება და მის ტესტირებას დაიწყებენ.

ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისია ვუჰანში საავადმყოფოების ასაშენებლად 43 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system