თავში

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოფრინდა - VIDEO

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოფრინდა
ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოფრინდა  - VIDEO

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოვიდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მგზავრებმა აეროპორტში შემოწმება გაიარეს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც სახელმწიფომ შესაბამისი პროცედურები უზრუნველყო და მოქალაქეებს დახმარება გაუწია. 

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქე ორკვირიან კარანტინს საჩხერეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმრო-კომპლექსში გაივლის. როგორც ჯანდაცის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთ მათგანს კოროანირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ეს არ არის მოქალაქეების ევაკუაცია. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მგზავრები არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, მათ შორის ბილეთებზე გაზრდილი ფასის გამოც, და ახლა, ისინი სახელმწიფოს დახმარებით ბრუნდებიან სამშობლოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system