თავში

ჩნდება ეჭვი და სერიოზული კითხვები, ვინ იღებს ამ წამლებს?! - ბიძინა კულუმბეგოვი

ჩნდება ეჭვი და სერიოზული კითხვები, ვინ იღებს ამ წამლებს?! - ბიძინა კულუმბეგოვი
ჩნდება ეჭვი და სერიოზული კითხვები, ვინ იღებს ამ წამლებს?! - ბიძინა კულუმბეგოვი

"როცა ამდენი პაციენტია, არსებობს ეჭ­ვი და რისკი, რომ ყველას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა" - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, მის გარშემო ბევრი ადამიანი ვერ იღებს იმ ანტივირუსულ პრეპარატებს, რომელიც საქართველომ კოვიდპაციენტების სამკურნალოდ შემოიტანა. 

"განსხვავებული იქნება სამედიცინო მიდგომაც, მაგრამ აისახება თუ არა ეს ფატალურ შედეგებზე და ყველგან დაცულია თუ არა პროტოკოლი, ამას დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა გვიჩვენებს. პრეპარატები, რომლებიც დღეს გვაქვს, არ ვიცი, როგორ გამოიყენება. ჩემ ირგვლივ პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოებში წვანან, არ იღებენ ამ წამლებს და ჩემთვის ჩნდება სერიოზული კითხვები: მაშინ ვინ იღებს მათ?" - ამბობს კულუმბეგოვი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system