თავში

ჭყონდიდის ეპარქიის ორ სასულიერო პირს შესაძლოა სასჯელი დაეკისროს

ჭყონდიდის ეპარქიის ორ სასულიერო პირს შესაძლოა სასჯელი დაეკისროს

დღეს აბაშის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვაში მონაწილეობა ორმა სასულიერო პირმა: დიაკვანმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა არ მიიღო. შესაძლოა მათ მეუფეს სასჯელი დაეკისროს. ინფორმაცია ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ გაავრცელა. 

მისი თქმით, ჰქონდა საუბარი სასულიერო პირებთან. მათგან ერთმა პეტრე ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარესბ, ხოლო მამა კონსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს სხვა სასულიერო პირებთან რის გამოც საღმრთო ლიტურგიას არ დაესწრება. 

ამასთან დაკავშირებით მეუფე სტეფანებ ბრძანება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია:

“სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში. ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე”. 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ორივე სასულიერო პირს ერთ კვირიანი ვადა მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system