თავში

ჩვენ ცხვრები არ ვართ“, მოგვაქციეთ ყურადღება" - ინფიცირებულები მედპერსონალს დაუპირისპირდნენ

ჩვენ ცხვრები არ ვართ“, მოგვაქციეთ ყურადღება" - ინფიცირებულები მედპერსონალს დაუპირისპირდნენ
ჩვენ ცხვრები არ ვართ“, მოგვაქციეთ ყურადღება - ინფიცირებულები მედპერსონალს დაუპირისპირდნენ

ჩვენ ცხვრები არ ვართ“, „მოგვაქციეთ ყურადღება" - ეს ფრაზები ისმის ვიდეო-მასალაში, რომელიც "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა. კადრები ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაღებული. როგორც ჩანს იქ პაციენტები ექიმებს დაუპირისპირდნენ. ინფიცირებულები სახელმწიფოს და მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

არავინ შემოსულა და არ უთქვამს რომ ფილტვის ანთება მაქვს. არ უნდა მცოდნოდა, რაზე ვმკურნალობდი? როდის იყოს ზეპირად კორონა იკურნებოდა. აზრზე არ არიან და ამის გამო ხალხი კი არ უნდა შებოჭო და თვალები არ უნდა დახუჭო", - აცხადებს ერთ-ერთი პაციენტი. 

კიდევე ერთი ინფიცირებული აცხადებს, რომ ხუთი დღის განმავლობაში, რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის შეუმოწმებია. პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ კლინიკას თვითნებურად დატოვებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system