თავში

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ძალიან მყარია - დავით ზალკალიანი

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ძალიან მყარია - დავით ზალკალიანი
ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ძალიან მყარია - დავით ზალკალიანი

ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე გაკეთებული გზავნილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის.

„მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან გვესმის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ძალიან მყარია. მათ რუსეთის ფედერაციას, კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც, რუსეთ-NATO-ს კომისიის ფარგლებში, მიმდინარე განხილვებზე, კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება. ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ წელს, მადრიდის სამიტზე, კიდევ უფრო მკაფიო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა შესაძლო სცენარისთვის არიან მზად. ჩვენს მთავარ სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში, ვაშინგტონში, ამ პოზიციას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რის დასტურიც იყო გუშინ, სენატორების ერთობლივი მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის წინ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით, ამერიკელი სენატორები ამერიკის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან კრიზისი რუსეთმა ხელოვნურად შექმნა, რაც მიუთითებს, რომ პუტინი უარს ამბობს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system