თავში

ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურება შეიძლება - ჯანდაცვის მინისტრი

ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურება შეიძლება - ჯანდაცვის მინისტრი
ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურება შეიძლება - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მობილიზებული საწოლფონდით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას შეიძლება გაეწიოს მომსახურება.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ, ასევე ქრონიკული დაავადებების ჭრილში.

,,დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს თანმხლებად და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს", - განაცხადა ტიკარაძემ ,,იმედის“ ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system