თავში

ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, ქართული კარგად არ იცის, მაგრამ... - რას წერს გიორგი ფხაკაძე

ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, ქართული კარგად არ იცის, მაგრამ... - რას წერს გიორგი ფხაკაძე
ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, ქართული კარგად არ იცის, მაგრამ... - რას წერს გიორგი ფხაკაძე

რაც კარგია, ვაღიაროთ. მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ლაივჩართვისას განაცხადა. 

მან ზურაბიშვილს კიდევ  ერთხელ მოუწონა გადაწყვეტილება საჯარო ვაქცინაციის შესახებ.

"გახსოვთ, რომ ვამბობდი, თანამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-მეთქი?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს. ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება" - განაცხადა ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system