თავში

ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, თუმცა მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია - თენგიზ ცერცვაძე

ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, თუმცა მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია - თენგიზ ცერცვაძე
ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, თუმცა მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში "ომიკროის" შტამის გავრცელებასთან ერთად ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, თუმცა პანდემიის სტაბილიზაცია მაინც მოხერხდა. ახლა კი მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მატება. 

„საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000[-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system