თავში

COVID-19 სატვირთოს მძღოლებს დაუდასტურდათ

COVID-19 სატვირთოს მძღოლებს დაუდასტურდათ
COVID-19 სატვირთოს მძღოლებს დაუდასტურდათ

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.

მარეხი ბექაიას განცხადებით, ოთხივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, აქედან ორს სწრაფი ტესტით საზღვარზე დაუდასტურდა, ხოლო ორს გეგმიური შემოწმებისას.

„გუშინ ჩატარდა სულ 19 პისიარ კვლევა. 19-დან ოთხი დადებითი პასუხი მივიღეთ. ოთხივე არის მძღოლი. ორი არის აზერბაიჯანის მოქალაქე, ერთი ბელარუსის, ხოლო ერთი, საქართველოს მოქალაქე. ოთხივე მამაკაცი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა ბექაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 939 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 23-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 817 გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system