თავში

COVID-19-ის პირობებში საქართველოში 10 000 მოქალაქე დაბრუნდა

COVID-19-ის პირობებში საქართველოში 10 000 მოქალაქე დაბრუნდა
COVID-19-ის პირობებში საქართველოში 10 000 მოქალაქე დაბრუნდა

COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს 10 000 მოქალაქე დაბრუნდა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრმა დღეს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკა წარადგინა. 

„შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 10 000 მოქალაქე. ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს უკვე 10 000-ს გადააჭარბა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დადგა, ამ მონაცემებით, საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის. ჩვენი მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში, სამაგალითო შეიძლება, აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system