თავში

COVID-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომები

COVID-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომები
COVID-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომები

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები - ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი გზამკვლევში, COVID-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომების შესახებ წერენ:

"COVID-19-ის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდი შეიძლება დაიწყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების კომპლექსით, ან უკვე არსებული ქრონიკული პრობლემების უეცარი გამწვავებით. COVID-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომებია:

> გემოს და ყნოსვის ნაწილობრივ დაქვეითება, სრული გაქრობა ან გაუკუღმართება (როცა ყველაფერს მხოლოდ ერთი სპეციფიკური სუნი ან გემო აქვს, მაგალითად დამპალი ხორცის, დამწვარი რეზინის და ა.შ.). ეს ორი სიმპტომი ყველაზე სპეციფიკურია.

> ცხელება, შემცივნება, კანკალი;

> გონების დაბინდვა;

> მეხსიერების დაქვეითება;

> ძლიერი ზოგადი სისუსტე;

> თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

> სხეულის კუნთების ტკივილი (ხშირად უმძიმესი;

> ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება, ან ყელში უცხო სხეულის შეგრძნება; ი) სურდო (დელტა ვარიანტს ეს განსაკუთრებით ახასიათებს);

> ხველება, სუნთქვის გაძნელება;

> გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;

სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით იქნას გამოხატული დაავადების სხვადასხვა პერიოდში. არ არის აუცილებელი რამდენიმე ან ყველა სიმპტომის ერთდროული გამოვლინება.

COVID-19-ზე ეჭვის მიტანა აუცილებელია ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში და თანდართული რომელიმე, თუნდაც ძალიან მსუბუქად გამოხატული სიმპტომის გამოვლინებისას.

თვითშეფასება COVID-19-ის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა!

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას, მკურნალობას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს!

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ; აუცილებელია იზოლაცია (ქართული ოფიციალური გზამკვლევის მიხედვით 12 დღით).

რას გულისხმობს იზოლაცია? - თუ ოჯახის წევრებისგან განცალკევებულ საცხოვრებელში ვერ ახერხებთ გადასვლას, ეცადეთ მათთან (ერთდროულად) საერთო სივრცით არ ისარგებლოთ. თქვენი ოთახიდან გამოსვლისას ატარეთ ორმაგი ნიღაბი. თუ საშუალება გაქვთ ცალკე საცხოვრებელში იყოთ, ეს იდეალური გამოსავალი იქნება.

დაიწყეთ სიმპტომების ყოველდღიური აღწერა. 

აწარმოეთ კოვიდ დღიურები. კოვიდ დღიურები საშუალებას იძლევა ექიმმა მაღალი სიზუსტით შეაფასოს დაავადების დინამიკაში მიმდინარეობა და სწორად განსაზღვროს ის პერიოდები როცა საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, მკურნალობის დაწყება ან ჰოსპიტალიზაცია", - აღნიშნულია გზამკვლევში. 

ნახეთ, ვრცლად, ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის გზამკვლევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system