თავში

COVID 19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების მიზეზები საქართველოში - კვლევა

COVID 19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების მიზეზები საქართველოში - კვლევა
COVID 19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების მიზეზები საქართველოში - კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პერიოდში - 11 მაისის მდგომარეობით COVID-19-ით საქართველოში გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა იყო 10, შესაბამისად ლეტალობის მაჩვენებელი (case fatality rate) - 1.7%-ს შეადგენდა. 

19 მაისის მონაცემებით ქვეყანაში  COVID-19-ით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი 11 მაისის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ 1.7%-ს შეადგენს.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების ძირითადი მიზეზებია რესპირაციულ დისტრეს სინდრომი, პნევმონია, სეპტიცემია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 

ხოლო გარდაცვალების შემთხვევათა თანმხლები დაავადებებიდან ყველაზე მეტი წილი უჭირავს სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევებს. 

მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს (excess mortality) განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული ეპიდემიის სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობა ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. შედარებით მაღალი სიკვდილიანობა კვლევის ეტაპისთვის (11.05.2020) აღინიშნებოდა ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.

საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12 474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (12 989) 4%-ით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system