თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი "ომიკრონზე" ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი "ომიკრონზე" ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ომიკრონზე ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში დადასტურებული "ომიკრონის" შემთხვევების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

NCDC მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს:

"საქართველოში "ომიკრონის" 2 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19-ის ახალი შტამი დაუფიქსირდათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა. ინფიცირებულებს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებათ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ჯანმრთელობის მსოფილიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 19 დეკემბრისთვის "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევები 90-ზე მეტ ქვეყანაშია აღრიცხული.

გაეცანით "ომიკრონის" შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაიგეთ, ყველა სიახლე ახალ შტამთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება ვაქცინაცია, დისტანცია და პირბადის გამოყენება. 

ვირუსით დაინფიცირების რისკი კიდევ უფრო მცირდება ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system