თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ხელების დაბანის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. მისი მიზანია ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ხელების დაბანის, როგორც მარტივი, ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალების ადვოკატირება დაავადებათა პრევენციისა და სიცოცხლის გადასარჩენად - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხელების დაბანის მსოფლიო დღე პირველად 2008 წელს გლობალური პარტნიორობის ინიციატივით აღინიშნა, როდესაც დაახლოებით 120 მილიონზე მეტმა ბავშვმა მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღო ხელების დაბანის გლობალურ ღონისძიებაში. ამ დღეს ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები, მთავრობები, სამთავრობო და არასამთავრებო, საერთაშორისო ორგანიზაციები, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებები, საზოგადოების წარმომადგენლები."COVID-19-ის პანდემია გვახსენებს გლობალური ქმედებების აუცილებლობაზე ხელის ჰიგიენასთან დაკავშირებული ინვესტიციების, პოლიტიკისა და პროგრამების გასაძლიერებლად. მიმდინარე წლის კამპანიის თემა ფოკუსირებულია სწორედ გლობალური ქმედებების აუცილებლობაზე. 2021 წლის ხელების დაბანის მსოფლიო დღის თემაა "ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა - ერთად ვიაროთ წინ"მსოფლიოს მასშტაბით, 10-დან 3 ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ძირითად ჰიგიენურ სერვისებთან. ხელების დაბანის მსოფლიო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რათა მოხდეს წყლითა და საპნით ხელების დაბანის ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკის ადვოკატირება, რათა მიღწეულ იქნას ათასწლეულის მდგრადი განვითარების მე-6 მიზანი ,,სუფთა წყალი და სანიტარია“.COVID-19-ის პანდემია გვახსენებს, რომ ხელების დაბანა სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად (ვაქცინაცია, ფიზიკური დისტანცია და პირბადის ტარება) ერთერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.ხელების წყლითა და საპნით დაბანა აუცილებელია:• საკვების მიღებამდე;• ხველის და ცემინების შემდეგ;• პირბადის გამოყენებამდე და შემდეგ;• საფენების შეცვლის შემდეგ;• ავადყოფთან კონტაქტისას;• ცხოველებთან და მათ ექსკრემენტებთან შეხების შემდეგ;• ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნის შემდეგ და სხვ.გახსოვდეთ:• თუ წყალი და საპონი არ არის ხელმისაწვდომი, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი• დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ თვალის, პირისა და ცხვირის მიდამოს;• ხელების დაბანა ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ვირუსების გავრცელების შესამცირებლად.იცით თუ არა, რომ: 2.3 მილიარდი ადამიანისათვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ხელების საპნით დაბანა სახლის პირობებში. ხელების წყლითა და საპნით დაბანის შესახებ ცნობიერების ამაღლება ყოველწლიურად თავიდან აგვაცილებს დიარეით გამოწვეული 165 000 სიკვდილს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system