თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი "სისხლიანი" ბანერების გამოკვრის ფაქტს გამოეხმაურა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი "სისხლიანი" ბანერებ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სისხლიანი ბანერების გამოკვრის ფაქტს გამოეხმაურა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში გავრცელებული ბანერების გაკვრასთან კავშირი არ აქვს. რამდენიმე ტელევიზიის საშუალებით გაჟღერდა ამბავი იმის შესახებ, რომ ანტიოპოზიციური ბანერები ვაქცინის მხარდამჭერ ბანერებს გადააკრეს. 

NCDC გმობს ამ ფაქტს. 

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system