თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მიმართავს.

„ახალი წელი არის დღესასწაული, როდესაც ყველა ჩვენ საყვარელ ადამიანთან ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთს სიხარულსა და დადებით ემოციებს ვუზიარებთ. ჩვენს ქვეყანაში შობა-ახალი წლის აღნიშვნას განსაკუთრებული ტრადიცია აქვს. ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, წელს, როგორც არასდროს, საჭიროა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა და ახალი შტამი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია დავიცვათ ყველა ის რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიზიარებენ.

მობილობა ზრდის COVID-19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს. შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა;

სადღესასწაულო უქმეების დროს მოერიდეთ ფართომასშტაბიან სოციალურ ღონისძიებებს. ერთმანეთთან დაიცავით სულ მცირე 1 მეტრის დისტანცია;

ატარეთ პირბადე და დაიცავით ხელის ჰიგიენა;

შეამცირეთ დახურულ შენობაში გატარებული დრო და ხშირად გაანიავეთ საერთო სივრცე;

არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი, გახსოვდეთ, ბუსტერ დოზის აუცილებლობა“, - აღნიშნულია NCDC-ს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system