თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასთან, დაკავშირებით, რომლის საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.

"პფაიზერის ბუსტერ დოზით ადმინისტრირება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი. ათვლა მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან იწყება. ე.წ ბუსტერ დოზად მოქალაქემ შესაძლებელია იგივე ან სხვა ვაქცინა გამოიყენოს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ე.წ ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი შუალედით არის შესაძლებელი.12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო პფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system