თავში

დადასტურდა თუ არა ინდური შტამი ქვეყანაში - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

დადასტურდა თუ არა ინდური შტამი ქვეყანაში - რას ამბობს ამირან გამყრელიძე
დადასტურდა თუ არა ინდური შტამი ქვეყანაში - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ამ დრომდე ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.

"შესაძლებელია არის, მაგრამ ჩვენ, ლუგარის ცენტრს, ის ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია. 50 ლაბორატორიაა, თუმცა, შტამის ახალი სხეობის სეკვენირებას უმრავლესობა ვერ აკეთებს. ამიტომ ისინი ჩვენთან აგზავნიან თუ საეჭვო შემთხვევა იქნება. დიდი ალბათობით, შესაძლებელია იყოს, მაგრამ როგორც ჩვენი კვლევებით, ისე, ამერიკელების ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტი, რომელიც პროგნოზირებაში გვეხმარება, მათი გამოკვლევებით, ჩვენთან დომინირებს სრულად ბრიტანული შტამი. 

ინდოეთშიც დომინირებს ბრიტანული შტამი, იქ არ არის ინდური შტამი დომინანტი. იქ ეპიდაფეთქება არა შტამმა, არამედ, სხვა ფაქტორებმა გამოიწვია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system