თავში

,,დადებითი დინამიკა გვაქვს" - ლევან რატიანი კახი კავსაძის მდგომარეობაზე

,,დადებითი დინამიკა გვაქვს" - ლევან რატიანი კახი კავსაძის მდგომარეობაზე
,,დადებითი დინამიკა გვაქვს - ლევან რატიანი კახი კავსაძის მდგომარეობაზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

„ბატონი კახი კავსაძე შემოვიდა რამოდენიმე დღის წინ, ჩვენ კლინიკაში. კლინიკურად სახეზე იყო ჰემორაგიული შოკი, დადასტურებული კოვიდინფექცია. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. დადებითი დინამიკა გვაქვს, ასევე, დადებითი დინამიკა გამოიხატება სუნთქვის პარამეტრების მხრივ. ვიმედოვნებ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. დიდი სურვილია მედპერსონალის და პირადად ჩემი, რომ ბატონი კახი გაეწეროს კლინიკიდან გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა ლევან რატიანმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე".

კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system