თავში

დაგჭირდებათ თუ არა "მწვანე პასპორტი" ტრანსპორტშიც - კულუმბეგოვის განმარტება

დაგჭირდებათ თუ არა "მწვანე პასპორტი" ტრანსპორტშიც - კულუმბეგოვის
დაგჭირდებათ თუ არა მწვანე პასპორტი ტრანსპორტშიც - კულუმბეგოვის განმარტება

 ჩვენი მწვანე პასპორტი არის აბსოლუტურად ამორტიზირებული და თავიდანვე არასწორი ჩანაფიქრი, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, მეორე ეტაპზე მწვანე პასპორტის გამოყენება აუცილებელი უნდა გახდეს ტრანსპორტით სარგებლობისთვისაც. 

"180 დღეზე მეტი დაცვის მაჩვენებელი არავის არ აქვს, შესაბამისად, მწვანე პასპორტების სხვა ტიპის მოდიფიკაცია ნიშნავს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ხარ და შენი მწვანე პასპორტით, მოქალაქე ვერსად წავა. ეს უნდა იყოს ჰარმონიზაციაში პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებთან, სადაც უვიზო მიმოსვლაა. ასე, რომ ჩვენი მწვანე პასპორტი არის აბსოლუტურად ამორტიზირებული და თავიდანვე არასწორი ჩანაფიქრი. რა მიზნებსაც უნდა ემსახურებოდეს ის, არ ემსახურება. 

მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს, ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში. ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2-თან". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system