თავში

დაგჭირდებათ თუ არა სამგზავრო აბონემენტი ყვითელ მირკოავტობუსებში

დაგჭირდებათ თუ არა სამგზავრო აბონემენტი ყვითელ მირკოავტობუსებში
დაგჭირდებათ თუ არა სამგზავრო აბონემენტი ყვითელ მირკოავტობუსებში

1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. 

მისი განმარტებით, 1-ელი თებერვლიდან, ანუ სამგზავრო აბონემენტების ამოქმედების დღიდან თბილისში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს.

„როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ 1-ელი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1-ელ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების ახალი სისტემა და ტარიფები, იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system