თავში

,,გაბედესა" და უმრავლესობას შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა - VIDEO

,,გაბედესა" და უმრავლესობას შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა - VIDEO
,,გაბედესა და უმრავლესობას შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა - VIDEO

მოძრაობა "გაბედეს" შეხვედრა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, რომელიც 16:00 საათზე იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. 

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. მოძრაობა ,,გაბედეს" წევრებმა უმრავლესობასთან შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე არ ისურვეს.

შეგახსენებთ, შეხვედრაზე შეთანხმებას, რომელიც პარლამენტში უნდა გამართულიყო, მხარეებმა მას შემდეგ მიაღწიეს, რაც სასტუმრო "რედისონში" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 2019 წლის ანგარიშის წარდგენა დასრულდა და დეპუტატებმა შენობა დატოვეს.

კომიტეტის ანგარიშის წარდგენის პარალელურად, მოძრაობა ,,გაბედე" სასტუმრო "რედისონთან", რამდენიმე საათის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system