თავში

,,დათრგუნული ვარ..." - რას წერს შოთა არველაძე გიორგი შაქარაშვილზე

,,დათრგუნული ვარ..." - რას წერს შოთა არველაძე გიორგი შაქარაშვილზე
,,დათრგუნული ვარ... - რას წერს შოთა არველაძე გიორგი შაქარაშვილზე

,,რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ", - ასე ეხმაურება ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვლებას.

,,რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ, ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც, მეგონა რომ უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს", - წერს არველაძე ,,ფეისბუქში".

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system