თავში

დაიგვიანა თუ არა სასწრაფომ 21 წლის მამაკაცის დასახმარებლად

დაიგვიანა თუ არა სასწრაფომ 21 წლის მამაკაცის დასახმარებლად
დაიგვიანა თუ არა სასწრაფომ 21 წლის მამაკაცის დასახმარებლად

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს არ დაუგვიანია და გამოძახებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, - ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამირან გოგიტიძემ აღნიშნა, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა.

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, გამოძახების დაფიქსირებისთანავე მყისიერად მოხდა ეკიპაჟისთვის გადაცემა და გამოძახების ადგილიდან მანძილის დაფარვის გონივრულ დროში სასწრაფო დახმარების მანქანა იყო ადგილზე. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემთხვევაზე რეაგირება მყისიერად მოხდა. გულის უეცარი გაჩერება, მყისიერ გარდაცვალებას გულისხმობს, ჩვენს ეკიპაჟს ადგილზე მისვლისას პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა", - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. 

ცნობისთვის, რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული. ის კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, საიდანაც გუშინ გაწერეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system