თავში

დამატებითი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილი 28 წლის ქალის შესახებ

დამატებითი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილი 28 წლის ქალის შესახებ
დამატებითი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილი 28 წლის ქალის შესახებ

ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

,,გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა.

დიაგნოზი: COVID-19.

სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. COVID-19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა. პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system