თავში

დამიჯერეთ, ეს არის სიმართლე - ირინა სარიშვილი

დამიჯერეთ, ეს არის სიმართლე - ირინა სარიშვილი
დამიჯერეთ, ეს არის სიმართლე - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარვას ოჯახის და ტელეკომპანიის ინიციატივით საქმეში ჩართული კერძო ექსპერტის განცხადებებს ეხმაურება. ის ალექსანდრე გეჯაძესა და მის დამქირავებელს აკრიტიკებს და წერს, რომ ექსპერტის მხრიდან, საკუთარი დამოუკიდებლობის ხაზგასასმელად, გარკვეულ დეტალებზე აქცენტირება უხერხულია.

სარიშვილის თქმით, ასეთ დეტალებზე საუბარი სიმართლის დამახინჯებას უწყობს ხელს. 

"5 ივლისის მოვლენების ფონზე;

ჟურნალისტების სასიკვდილოდ გამეტების ფონზე;

ლექსო ლაშქრავას ცხედრის სიტყვები რომ ვერ აღწერს ისეთი გატაცების ფონზე;

ლექსო ლაშქარავას მიზანმიმართული ანტიპიარის ფონზე;

ლექსო ლაშქარავას მოძრაობის დაუთარიღებელი, აშკარად ყველაფრით არეული ფირების ფონზე, სადაც ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან დაწყებული სიმაღლით და ხმით დამთავრებული ყველაფერი იმას ადასტურებს რომ ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის დამალვას ცდილობს....

აღარაფერს ვამბობ იმ ლეგიტიმურ კითხვაზე – რატომ გამოწერეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ალექსანდრე ლაშქარავა საავდმყოფოდან...

აი ამ ყველაფრის და კიდევ რაღაც–რაღაცეების ფონზე რბილად რომ ვთქვათ ძალიან უხერხულია დამოკიდებული, დამოუკიდებელი თუ მთვარეზე მობინადრე ექსპერტის მხრიდან საკუთარი ობიექტურობის დასამტკიცებლად ხაზგასმა იმაზე რომ საზარდულში იყო ნანემსრები ან ის რომ თვალზე რომ დაზიანება მოჩანს, ეს არ შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი.

უხერხულია იმ ბიდლოს გათვალისწინებით, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე სულ ფეხებზე კიდია და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – საკუთარი ბატონი გამოაძვრინოს ამ მდგომარეობიდან!

ასეთ დეტალებზე საჯაროდ საუბარი ყოველივე იმის ფონზე, რაც ზემოთ დავწერე, ნებსით თუ უნებლიედ სიმართლის დამახინჯებას უწყობს ხელს და ძალიან საწყენია რომ ეს არც ამ ექსპერტებს და არც მათ დამქირავებლებს არ ესმით! კიდევ უფრო საწყენი და გულდასაწყვეტია რომ საერთოდ ველოდებით რაიმე პასუხს ექსპერტიზისგან, რადგან ამ ქვეყანაში იურიდიული სამართალი არ არსებობს და ამ ლოდინით ამ ტრაგედიის მორალურ მხარესაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვსვამთ! უზარმაზარი შეცდომაა ეს, იცოდეთ და ამ შეცდომით ისევ კრემლის დესანტი ისარგებლებს, დამიჯერეთ! ლექსო ლაშქარავა მოკლეს! ეს არის სიმართლე, ისევევ როგორც სიმართლეა რომ ყველა დანარჩენი, ჟურალისტიც და იმ დღეებში გარეთ გამოსულ ნებისმიერი ადამიანი, რომლებსაც ცემდნენ, ურტყამდნენ, ქვებს ესროდნენ, შემთხვევითაა სიკვდილს გადარჩენილი! აი ესაა სიმართლე!" - წერს სარიშვილი. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system