თავში

დამტკიცებულია ახალი პროტოკოლი

დამტკიცებულია ახალი პროტოკოლი
დამტკიცებულია ახალი პროტოკოლი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციასა და კარანტინში. 

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტირებულმა პირებმა არანაირი სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან იზოლაციისგან.

„გუშინდელი რიცხვით დამტკიცებულია განკარგულება იმ ჯგუფების, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას და აღნიშნულ ჯგუფებში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ინფიცირებულთან კონტაქტირებულ ადამიანებზე. კონტაქტირებული ადამიანი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ, გადადის თვითიზოლაციაში და 12 დღის შემდეგ თუ ის არის უსიმპტიმო, ყოველგვარი ტესტის გარეშე არის თავისუფალი. მაგრამ თუ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაეწყება რამე მსუბუქი სიმპტომიც კი, რგორიც არის დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან ოდნავ სუნთქვის გაძნელბვა, აუცილებელია მან შეატყობინოს ექიმს და ის აუცილებლად ექვემდებარება PCR ტესტირებას. თუ ის იქნა დადებითი, შემდგომ მისი მართვა მიმდინარეობს შესაბამისი პროტოკოლით, როგორც ინფიცირებული ადამიანის,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system