თავში

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომელს
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის განცხადებით, მათ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირების წყარო თბილისში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებას უკავშირდება.

„გუშინ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ექიმს კოვიდ 19 -ზე გეგმური შემოწმებისას PCR ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.

მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია, შაბათს აღნიშნული ექიმი, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა.

ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმადე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა.

ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმური სკრინინგის ჩატარება.

კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი (საუბარია ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებზე).

დადგენილი პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალში დასაქმებულ თანამშრომლებს გეგმურ რეჟიმში, 2 კვირაში ერთხელ უტარდებათ pcr ტესტირება covid 19 -ზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული," - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system